ავღანეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთი კვირით გადადო არჩევნების ჩატარება ყანდაარის პროვინციაში, სადაც თალიბების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად ხუთშაბათს დაიღუპა პოლიციის გავლენიანი უფროსი, გენერალი აბდულ რაზიყი. ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ ავღანეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა 19 ოქტობერს გაავრცელა. მიუხედავად ექსტრემისტების მუქარებისა, გარდა ყანდაარისა, 20 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩვეულებრივ ჩატარება მთელი ავღანეთის მასშტაბით. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მატისმა, დაგმო ყანდაარში მოწყობილი ტერაქტი და „პატრიოტების ტრაგიკული დანაკარგი“ უწოდა გენერალ აბდულ რაზიყისა და მისი თანაშემწის დაღუპვას.
ყველაზე პოპულარული
1