პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 23 ოქტომბერს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არ მოეწონა ის პროგრამა, რომლითაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი.
„წელს ფრანკფურტში ჩვენი გასეირნება არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვერ გავიტანეთ ქართული კულტურა ისე, როგორც უნდა გაგვეტანა. უზარმაზარი შანსი მხოლოდ სანახევროდ გამოვიყენეთ. ბევრად მეტი შეგვეძლო, მაგრამ ეს ჩვენ წინ გვაქვს და ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია“, - უთხრა მან რუსთაველის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დახმარებასაც დაჰპირდა.