Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გამოქვეყნდა ყველაზე მსმელი ქალაქების რეიტინგი


მარკეტინგულმა სააგენტომ Zoom Market-მა გამოაქვეყნა ჩამონათვალი რუსეთის იმ ქალაქებისა, სადაც ყველაზე მეტ ალკოჰოლურ სასმელს მოიხმარენ. 25 ქალაქის მცხოვრებთა გამოკითხვის შედეგად ყველაზე მსმელ ქალაქად დასახელდა სარატოვი. მას მოსდევენ ხანტი-მანსიისკი, პერმი, სარანსკი და კრასნოიარსკი. სანკტ-პეტერბურგი მეთერთმეტე ადგილზეა, მოსკოვი კი მეთექვსმეტეზე. ყველაზე არამსმელი ქალაქი ყაზანი აღმოჩნდა. რუსეთის სულ 25 ქალაქში გამოიკითხა 19-დან 73 წლამდე ასაკის 3250 მოქალაქე. მათ სამი შეკითხვა დაუსვეს: იყენებენ თუ არა ალკოჰოლს, რამდენად ხშირად და დღეს თუ დალიეს, ან აპირებენ?

XS
SM
MD
LG