Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინს ბოლტონმა ვაშინგტონში ტრამპის მიწვევა გადასცა


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში მიიწვია რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. აშშ-ის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა ერევანში განაცხადა, რომ მან პუტინს ტრამპის მიწვევა გადასცა 2019 წლისთვის. მოსკოვში ბოლტონის სტუმრობის მთავარ საკითხად იქცა ვაშინგტონის განცხადება, რომ გავა აშშ-სა და რუსეთს შორის 1987 წელს დადებული შეთანხმებიდან საშუალო და მცირე სიშორის ბირთვული რაკეტების განადგურების შესახებ. ეს შეთანხმება, რომლის ძალითაც ევროპაში განადგურდა რაკეტების მთელი ტიპი, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული სტაბილურობის საკვანძო ფაქტორი იყო. ბოლტონის ვიზიტისას მოსკოვში ასევე განიხილეს სირიის, უკრაინის, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის და ჩრდილოეთ კორეის თემები.ბოლტონის თანახმად, პრეზიდენტების მრჩევლები შეხვედრის დეტალებს განიხილავენ პარიზში, მომავალ თვეში, როცა შეიკრიბებიან პირველი მსოფლიო ომის დასრულების ას მეათე წლისთავის აღსანიშნავად.

XS
SM
MD
LG