Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში იმარჯვებს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საღამოს შვიდის ნახევრისთვის გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში იმარჯვებს.

„თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შედეგის შენარჩუნება არის დამოკიდებული ამომრჩევლის აქტიურობაზე. შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, ნუ იქნებიან ოპონენტის მხარდამჭერებზე უფრო პასიურები, რათა პირველივე ტურში გაეცეს საბოლოო პასუხი დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას“ - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან,“ რომელიც შედეგების შესახებ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს, „ქართული ოცნება“ სრულად აგებს პასუხს თავის მონაცემებზე. „ამის დასტური იქნება ეგზიტპოლის შედეგები, რომელსაც 20 საათზე გამოვაცხადებთ და რაც მთავარია, ამის დასტური იქნება არჩევნების საბოლოო, ოფიციალური შედეგები“ - თქვა კობახიძემ. მისი მტკიცებით, სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით, სრული პასუხისმგებლობით აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის სალომე ზურაბიშვილს აქვს ხმების 50%-ზე მეტი.

XS
SM
MD
LG