Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრეა პირლო ევროპაბეთის სარეკლამო სახე გახდება


2 ნომბერს, საქართველოს ანდრეა პირლო ესტუმრა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი თბილისში "ევროპაბეთის" მოწვევით ჩამოვიდა. ვიზიტის მიზეზი კომპანიის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაა.

ანდრეა პირლო ევროპაბეთთან ითანამშრომლებს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:42 0:00

ანდრეა პირლო სხვადასხვა დროს თამაშობდა ისეთ იტალიურ საფეხბურთო გრანდებში, როგორებიცაა, იუვენტუსი, მილანი და ინტერი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად არის მიჩნეული. იგი თამაშის განსხვავებული ხედვით, ქარიზმით, კრეატიულობითა და უნიკალური პასის უნარით გამოირჩეოდა.

გადასაღებ მოედანზე ანდრეა პირლოსთან ფრანგი რეჟისორი ჟულიენ ზენიე იმუშავებს, რომელმაც სხვადასხვა დროს "მერსედეს ბენცის", "როლექსის" და "პეჟოს" სარეკლამო რგოლები გადაიღო.

XS
SM
MD
LG