ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას და „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა სანქციების განახლებას ირანის რეჟიმის წინააღმდეგ.
„მადლობა, პრეზიდენტო ტრამპო, ამ ისტორიული ნაბიჯისათვის. სანქციები ნამდვილად იქნება“, - ნათქვამია ნეტანიაჰუს განცხადებაში, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ 3 ნოემბერს გაავრცელა.
აშშ-ის ადმინისტრაციამ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ 5 ნოემბრიდან ხელახლა შევა ძალაში სანქციები, რომლებიც ირანის ენერგეტიკული და საფინანსო სექტორების, გემთმშენებლობისა და ნაოსნობის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
სანქციები გაუქმდა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს მიღწეული საერთაშორისო შეთანხმების შემდეგ, რომლის დატოვების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აგვისტოში მიიღო.