Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდს ახალი ვიცე-მერი ჰყავს


გიორგი შენგელია
გიორგი შენგელია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის თანამდებობაზე “თიბისი ბანკის” ზუგდიდის ფილიალის მმართველი გიორგი შენგელია დაინიშნა. ის დღეს წარუდგინა ჟურნალისტებს მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ. მისი განცხადებით, ახლად დანიშნული ვიცე-მერი იქნება კურატორი ინფრასტრუქტურის შესყიდვების, საფინანსო სამსახურის, ქონების მართვის მიმართულების. ახალი ვიცე-მერის თქმით, ის ხედავს გარკვეულ სასიკეთო ტენდენციებს და მოხარულია, რომ თავადაც იქნება ამ პროცესების თანამონაწილე.

"გვაქვს ჩვენი ხედვები. ერთადერთი, რაც მამოძრავებს არის ის, რომ გავაუმჯობესოთ მოსახლეობის ყოფა. თუნდაც იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, საჭირბოროტო საკითხების მიმართულებით, რომელიც ზუგდიდის თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. კონკრეტულად რას განვახორციელებთ, საქმის ვითარების გაცნობისთანავე ჩამოვყალიბდებით“, - აღნიშნა მან.

ვიცე-მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა ვიცე-მერმა გია გულორდავამ ეს პოსტი 13 სექტემბერს დატოვა. მანამდე, საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა ყოფილი მერი ლაშა გოგია. მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქრთამის აღება. ზუგდიდის ყოფილ მერს და ვიცე-მერს აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 3 ნოემბერს შეეფარდათ.

XS
SM
MD
LG