Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის ჩრდილოეთში ამბოხება მოხდა საპატიმროში


რადიო თავისუფლებას ადგილობრივ ხელისუფლებთან დაახლოებულმა პირმა ამცნო, რომ 8 ნოემბერს, 22 ადამიანი, მათ შორის ორი ზედამხედველი მოკლეს ტაჯიკეთის სიდიდით მეორე ქალაქ ხუჯანდში, ციხეში, ამბოხების დროს. რადიო თავისუფლების წყაროს მიხედვით, არ არის ნათელი, რამ გამოიწვია ამბოხება, რომელიც პოლიციის ძალებით ჩაახშვეს. წყაროს თქმით, „რამდენიმე პატიმარს დანა ჰქონდა, რამდენიმე მოკლეს, ზოგმა გაქცევა მოახერხა“. ერთ-ერთი გუშაგის, 29 წლის ეჰსონ იოგუბოვის ცხედარი ოჯახმა 8 ნოემბერს დაასაფლავა სოფელ ფასთიღავში, რომლის თავმა, შოჰქარიმ მუჰამადიევმა რადიო თავისუფლებას უთხრა ამის შესახებ. ტაჯიკეთის მთავრობას არ დაუდასტურებია მომხდარი.ქალაქის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ იყო ამბოხება , მაგრამ არ გაუვრცელებია დეტალები. ხუჯანდში მცხოვრებთა თქმით, ციხიდან ცეცხლსასროლი იარაღის ხმა ისმოდა. ხუჯანდის პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ციხის ტერიტორიაზე არ ყოფილა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ დაადასტურა საგანგებო ვითარების არსებობა. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, პოლიციის კორდონებმა გადაკეტეს ხუჯანდიდან მეზობელი უზბეკეთისა და ყირგიზეთისკენ მიმავალი ყველა გზა. ქალაქი 300 კილომეტრშია დედაქალაქ დუშამბედან.

XS
SM
MD
LG