Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა გრუ-ს მოქმედი ხელმძღვანელი იგორ კორობოვი


თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გრუ-ს ხელმძღვანელი იგორ კორობოვი
თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გრუ-ს ხელმძღვანელი იგორ კორობოვი

გარდაიცვალა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ კორობოვი. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

კორობოვი 62 წლის იყო. გადაცვალების მიზეზად დასახელდა „მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობა“.

იგორ კორობოვი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 1973 წლიდან მსახურობდა. სამხედრო დაზვერვაში მივიდა 1985 წელს, 2016 წელს კი დაინიშნა გრუ-ს ხელმძღვანელად.

კორობოვი უწყებას სათავეში ჩაუდგა წინამორბედი ხელმძღვანელის, იგორ სერგუნის გარდაცვალების შემდეგ. ოფიციალური ვერსიით, სერგუნი გარდაიცვალა 2016 წლის 3 იანვარს, გულის შეტევით, მოსკოვის მახლობლად მდებარე თავის სახლში. თუმცა ამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური კომპანიის Stratfor-ის მონაცემებით, სერგუნი გარდაიცვალა სხვა დღეს, ლივანში.

2018 წელს გრუ არაერთხელ აღმოჩნდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რამდენიმე გახმაურებული საქმის გამო, მათ შორის ყველაზე ხმაურიანი იყო დიდ ბრიტანეთში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმე. ბრიტენეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დანაშაული სავარუდოდ გრუ-ს ოფიცრებმა ალექსანდრე პეტროვმა და რუსლან ბოშიროვმა ჩაიდინეს.

XS
SM
MD
LG