შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო გლდანში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.
ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, დიანა ტრაპაიძის ინფორმაციით, გლდანში მყოფ არხის ჟურნალისტს გადაღებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ტრაპაიძემ განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძე პირდაპირ ეთერში ჩართვას გეგმავდა, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.