რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვენესუელაში გააგზავნა ორი სტრატეგიული ბომბდამშენი, რაც სამხრეთ ამერიკაში რუსეთის სამხედრო აღჭურვილობის უჩვეულო განთავსებას წარმოადგენს. სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ტუ-160 ტიპის ბომბდამშენები კარაკასის აეროპორტში 10 დეკემბერს დაეშვნენ. არაა ცნობილი, იყო თუ არა მათ ბორტზე იარაღი. ვენესუელაში ჩავიდა ასევე მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, ან-124 და შორი მოქმედების ილ-62. აშშ შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სამხედრო თვითმფრინავების ვენესუელაში გაგზავნის თაობაზე ტვიტერით განაცხადა, რომ „საგნებს სახელები უნდა დავარქვათ: „ორი კორუმპირებული მთავრობა საჯარო სახსრებს ფლანგავენ და ზღუდავენ თავისუფლებას, სანამ მათი ხალხები იტანჯებიან“. საპასუხოდ რუსეთის კრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პომპეოს განცხადება უადგილოა, რადგან, მისი აზრით, „აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის ნახევარი აფრიკის მოსახლეობის გამოსაკვებად იქნებოდა საკმარისი“. ამასთან, პესკოვმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ხელისუფლებთან კონსტრუქციული დიალოგის მიღწევა მოხერხდება. ბოლოჯერ რუსეთმა ვენესუელაში სამხედრო თვითმფრინავები 2013 წელს გააგზავნა.
ყველაზე პოპულარული
1