Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ნავაზ შარიფი
ნავაზ შარიფი

პაკისტანის ანტიკორუფციულმა სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს. ნავაზ შარიფი დამნაშავედ იქნა მიჩნეული მის ხელთ არსებული ისეთი ქონებისათვის, რაც აღემატებოდა კანონიერ შემოსავალს. ისლამაბადში მდებარე სასამართლოს 24 დეკემბერის გადაწყვეტილებით, შარიფს პატიმრობა მიესაჯა ორიდან ერთი კორუფციული დანაშაულისათვის, მეორე საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასმართლომ გაამართლა. შარიფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ივლისში მას 10 წლით მიესაჯა პატიმრობა ლონდონში შეძენილი მდიდრული აპარატამენტებისათის. პაკისტანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა წინა განაჩენი გაასაჩივრა და სექტემბერში თავდებით იქნა გათავისუფლებული. ნავაზ შარიფი თანამდებობიდან გაათავისუფლეს გასულ წელს, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მესამე ვადით არჩეული პოლიტიკოსი დისკვალიფიცირებული იქნა სასამართლოს მიერ.

XS
SM
MD
LG