Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა შობა მიულოცეს ქრისტიანული სამყაროს ნაწილს


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შობა მიულოცა ყველა ქრისტიანს საქართველოსა და მსოფლიოში, ვინც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. „იესოს დაბადებით ქრისტიანულ სამყაროში უმნიშვნელოვანესი გარდატეხა მოხდა. მაცხოვრის შობა არის სიმბოლო სიყვარულის, სიახლისა და სიკეთის. ყველას ვუსურვებ ბედნიერებას და სიმშვიდეს“ - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. ქრისტიანული სამყაროს ნაწილს შობის დღესასწაული ტვიტერით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ: „ყველა ჩვენ მეგობარს, ვინც ამ განსაკუთრებულ დღეს აღნიშნავს, ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას სადღესასწაულო დღეებში და მთელი მომავალი წლის განმავლობაში.“

XS
SM
MD
LG