მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს სატვირთო გემი დასავლეთ აფრიკაში მდებარე ბენინის ნაპირებთან. როგორც ინტერფაქსი იტყობინება, მათ გაძარცვეს ეკიპაჟი და მეზღვაურები და ექვსი მძევალი აიყვანეს. სააგენტოს მიერ 5 იანვარს გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ინციდენტი მოხდა 2 იანვარს და რომ რუსეთის დიპლომატებს ამის შესახებ ეცნობათ ბენინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ.
ცნობის თანახმად, გემზე 26 ადამიანი იმყოფებოდა - 20 რუსი, ოთხი უკრაინელი და ორი ქართველი. როგორც ბენინში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა განუცხადა ტასს, უცნობია ვინ არის გატაცებულთა შორის. გემი ამჟამად ნიგერიის ტერიტორიულ წყლებში იმყოფება.