Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალილოს მონაწილეები "ავლაბრის სასახლის" ნაცვლად წელს "ათონელის სასახლეს" ესტუმრნენ


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ალილოს" მონაწილეებთან ერთად. 2019 წლის 7 იანვარი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ალილოს" მონაწილეებთან ერთად. 2019 წლის 7 იანვარი

ტრადიციული საშობაო მსვლელობის „ალილოს“ მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს წელს პირველად ესტუმრნენ თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში. სალომე ზურაბიშვილმა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა „ალილოს“ მონაწილეებს საშობაო საჩუქრები გადასცეს. „გილოცავთ ყველას შობის დღესასწაულს. მე ვარ ძალიან მოხარული, რომ პირველად ამ სასახლესთან გამოიარა ალილომ და მემგონი, ეს არის ძალიან ლამაზი ტარდიცია. ქრისტეშობის დღესასწაულის მადლი ფარავდეს ყველა ოჯახს და სრულიად საქართველოს“ - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ბოლო წლებში „ალილოს“ მონაწილეები პრეზიდენტს ავლაბრის სასახლეში სტუმრობდნენ. საქართველოს პრეზიდენტად 2018 წელს არჩეულმა სალომე ზურაბიშვილმა თავის რეზიდენციად აირჩია ათონელის ქუჩაზე მდებარე „ორბელიანების სასახლე.“

XS
SM
MD
LG