Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: მოსამართლეებზე დავალება ირაკლი კობახიძისგან მივიღე


„იყო მოთხოვნა, რომ მე, როგორც (იურიდიულ საკითხთა) კომიტეტის თავმჯდომარეს დამენიშნა სხდომა პარასკევს, წლის ბოლო სამუშაო დღეს დამენიშნა სხდომა და უნდა ჩამესვა ეს საკითხი“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ერთერში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის დავალება მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან მიიღო.

„პირდაპირ გეტყვით, რომ პარასკევს სხდომის ჩანიშვნის იდეა ჩემთვის მოწოდებული იყო ირაკლი კობახიძის მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩემდა სამწუხაროდ, მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ამ სხდომის ჩატარება პარასკევსვე და ამ სხდომაზე ამ სიის მხარდაჭერა და იმავე დღეს ამ სიის გატანა. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი რამ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, ამ თემაზე არაერთხელ შედგა საუბარი მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის და მათ შორის - ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობითაც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ პოსტის დატოვებით მან მოსამართლეთა საკითხის შეჩერებას მიაღწია.

ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:28 0:00

XS
SM
MD
LG