Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის და კიმის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ჰანოიში გაიმართება


აშშ-ის პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გაიმართება. ამის თაობაზე Bloomberg-ი იუწყება სამხრეთკორეულ გამოცემა Munhwa Ilbo-ზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს წინასწარი მოლაპარაკებები, რომელზეც ძირითადი საორგანიზაციო მომენტები განიხილეს. მოელიან, რომ მომავალ შეხვედრაზე, წინანდელის მსგავსად, საუბარი შეეხება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვულ განიარაღებას.

ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მორიგი შეხვედრა შესაძლებელი იქნებოდა კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, რომელიც 6 ნოემბერს გაიმართა. კიმ ჩენ ინმა დაადასტურა ასეთი შეხვედრის მზადყოფნა. სულ ახლახან, დეკემბერში დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესაძლო შეხვედრის თარიღად 2019 წლის იანვარ-თებერვალი დაასახელა.

XS
SM
MD
LG