Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეპლი“ 10%-ით შეამცირებს ახალი აიფონების წარმოებას


აშშ-ის კორპორაცია „ეპლი“ 10%-ით შეამცირებს ახალი აიფონების წარმოებას. გამოცემა „ნიკეის“ თანახმად, კომპანიამ მიმწოდებლებს სთხოვა, XS Max, XS და XR მოდელების ნაკლები სმარტფონი გამოუშვან. თავად „ეპლში“ ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ეპლისთვის“ ეს წარმოების მეორე მკვეთრი შემცირებაა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში. 2018 წელს კომპანიამ შეზღუდა iPhone XR-ის გამოშვება.

იანვრის დასაწყისში „ეპლმა“ გამოაქვეყნა მოგების შემცირების შესახებ პროგნოზი - პირველად უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში. ანგარიშის გამოქვეყნების დღეს „ეპლის“ აქციები 9%-ით დაეცა. მთლიანობაში სამი თვის განმავლობაში „ეპლის“ აქციების ღირებულება ერთი მესამედით შემცირდა.

„ეფლის“ აქციების ვარდნას უკავშირებენ დოლარის გამყარებას, ასევე სავაჭრო ომს აშშ-სა და ჩინეთს შორის, სადაც მდებარეობს „ეპლის“ ქარხნების უდიდესი ნაწილი. ყველაფერთან ერთად „ეპლის“ ფინანსურ პრობლემებზე გავლენა იქონია ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებამ.

ჩინეთის ეკონომიკის პრობლემებმა გავლენა მოახდინა „ეპლის“ მთავარ კონკურენტზე, „სამსუნგზეც“, რომლის აქციები უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ერთი მესამედით გაუფასურდა, იტყობინება „ნიკეი“.

XS
SM
MD
LG