Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგოზინმა "საპნის ოპერა" უწოდა "ნასაში" მისი ვიზიტის გაუქმებას


დმიტრი როგოზინი
დმიტრი როგოზინი

რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დმიტრი როგორზინმა, რომელსაც აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციები ეხება, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ის კანონმდებლები გააკრიტიკა აშშ-ის კოსმოსურ სააგენტო „ნასაში“ მისი ვიზიტის გაუქმების გამო.

როგოზინმა 9 იანვარს თქვა, რომ მისი ვიზიტის გაუქმება არის „ტრამპსა და კონგრესს შორის კონფრონტაციის ეპიზოდი“. მან შექმნილი ვითარება ამერიკულ სატელევიზიო საპნის ოპერას შეადარა.

„ნასამ“ 4 იანვარს გამოაცხადა როგოზინის ვიზიტის გაუქმების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა პრესაში გაჟღერებულ კრიტიკულ რეპორტაჟებს და აშშ-ის კანონმდებლების მოწოდებებს, აშშ-ში შესვლის უფლება არ მიეცეს რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენელს, რომელზეც სანქციები ვრცელდება.

„ნასა“ და „როსკოსმოსი“ ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თანამშრომლობენ.

XS
SM
MD
LG