ავღანეთის ოთხი პროვინციის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იტყობინებიან საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე თალიბანის თავდასხმების სერიის შესახებ, რასაც ავღანეთის უსაფრთხოების ძალების და მთავრობის მხარდამჭერი გასამხედროებული ჯგუფების 32 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმები მოხდა ყუნდუზის, ბაღლანის, თახარისა და ბაღდისის პროვინციებში.
ყურდუზში თალიბანის მრავალრიცხოვანმა ფგუფმა 10 ჯარისკაცი და პოლიციელი მოკლა და 11 დაჭრა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ბრძოლებში მოკლულია 25 თალიბი.
მეზობელ ბაღლანსა და თახარში, ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, თალიბებმა მთავრობის მხარდამჭერი შეიარაღებული დაჯგუფების 16 წევრი მოკლეს. ინფორმაციის თანახმად, შეტაკებებს დიდძალი მსხვერპლი მოჰყვა თალიბების რიგებშიც.
პროვინცია ბაღდისში უსაფრთხოების ძალების ექვსი წევრი იქნა მოკლული და 10 დაიჭრა. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
უკანასკნელ თვეებში თალიბანმა გააძლიერა თავდასხმები სამთავრობო ჯარებსა და სამხედრო ობიექტებზე მაშინ, როცა ავღანეთისა და აშშ-ის ჯარებმა გააძლიერეს ოპერაციები მეამბოხეთა მეთაურების წინააღმდეგ.