Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას


პრემიერ-მინისტრი ზორან ზაევი
პრემიერ-მინისტრი ზორან ზაევი

მაკედონიის პარლამენტმა 11 იანვრის საღამოს მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის თანახმად „მაკედონიას“ ეწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა. 120 კაციან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა 81 პარლამენტარმა.

გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა სამღიანი დაძაბული მოპალარაკებები პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევსა და პარლამენტის წევრებს შორის.

მაკედონიის სახელწოდების ცვლილება ხელს შეუწყობს დიპლომატიური დაპირიპირების მოწესრიგებას მეზობელ საბერძნეთთან, რომელიც ტავის მხრივ, აღარ შეუშლის ხელს ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში.

სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას ათენსა და სკოპიეს შორის 2018 წლის ივნისში მოეწერა ხელი. ამ შეთანხმებას ორივე ქვეყანაში მოჰყვა კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის სასარგებლო ბევრი დათმობის გამო.

XS
SM
MD
LG