Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როს უილსონი: აშშ მუშაობს საქართველოში ელჩის კანდიდატის შერჩევაზე


საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის განცხადებით, ვაშინგტონში მთავრობა მუშაობს საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევაზე. თუმცა მისთვის უცნობია, თუ როდის დასრულდება ეს პროცესი. ამის შესახებ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განაცახდა, ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის „დონალდ კუკის“ შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

„შემიძლია გითხრათ, რომ ვაშინგტონში მთავრობა მუშაობს საქართველოში აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევაზე. ვერ გეტყვით, ზუსტად რა პროცესები მიმდინარეობს. თუმცა გეტყვით, რომ აშშ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს წარმომადგენლობას საქართველოში. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მე აქ ელჩის დროებით შემსრულებლად ჩამოსვლა მთხოვეს“, - განაცხადა უილსონმა.

საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობას 2018 წლის მარტში იან კელის მისიის ამოწურვის შემდეგ, მისი მოადგილე ელიზაბეტ რუდი ასრულებდა. მოგვიანებით კი ელჩის მოვალეობის შემსრულებლად როს უილსონი დაინიშნა.

XS
SM
MD
LG