Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზები ჯერ დაუდგენელია


სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. მათივე განცხადებით, გასულ კვირას ცემისგან ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რის გამოც, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ბებია მეზობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გოგონა ცემის შედეგად გარდაიცვალა, უარყოფს.გარდაცვლილის ბებიის განცხადებით, ბავშვი გაციებული იყო და ამის გამო გარდაიცვალა.

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 4 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, დანიშნულია ექსპერტიზა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG