Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პასკალ მენიე: საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა


საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე.
საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე.

სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი იზრდება, - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ. მისი განმარტებით, სავიზო ლიბერალიზაციამდე საფრანგეთში თავშესაფრის მიღების 200-მდე მოთხოვნა იყო ერთ თვეში, ეს მაჩვენებელი 2017 წელს 600-მდე გაიზარდა, ხოლო 2018 წლის დეკემბერში, ასევე ერთ თვეში, ათასმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი. ელჩის შეფასებით, ადამიანები საქართველოდან საზღვარგარეთ მიდიან არა დევნისა და შევიწროების, არამედ ეკონომიკური მდგომარეობის გამო. მისივე თქმით, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, პოლიტიკურად დევნილთა რიცხვის რეალურად ზრდის მიზეზი არ არსებობს.

ჩვენ გვინდა თავშესაფარი მათ მივანიჭოთ, ვინც მართლა იტანჯება. მაგალითად, სირიიდან, ავღანეთიდან და საქართველოდანაც, თუ მართლა იდევნება, მაგრამ საქართველოდან უფრო არა პოლიტიკური დევნილები, არამედ ეკონომიკური მიგრაციაა, რაც არალეგალურია. ამიტომ ისინი თვითმფრინავით უკან გაიგზავნებიან საქართველოში მათივე ხარჯით და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდებოდეს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებასთან დამატებით ზომებზე ვიმსჯელებთ, როგორ ვებრძოლოთ ამას”, - განმარტა საფრანგეთის ელჩმა, რომლის შეფასებითაც, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საზღვარგარეთ ჩასული ქართველების ნაწილი კრიმინალითაა დაკავებული. ელჩი ამბობს, რომ თეორიულად სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების შანსი არსებობს, თუმცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს პოლიტიკურად ამის გაკეთება არ სურთ.

"არ გვინდა, მათ გამო, ვინც ცუდად იქცევა, ისინი დაისაჯონ, ვინც კარგად იქცევა“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა. მისი თქმით, მიმდინარე კვირაში დიპლომატებს სურთ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდნენ.

XS
SM
MD
LG