Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოჰანეს ჰანი ვერ ხედავს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმზე მსჯელობის მიზეზს


ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი ვერ ხედავს მიზეზებს საქართველოს შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზის განსახილველად. ამის შესახებ მან განაცხადა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ წელიწადში ერთხელ მზადდება ანგარიში სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ და ბოლოს ასეთი ანგარიში დეკემბერში გამოქვეყნდა. ცხადია, აღირიცხა თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის შემთხვევები, მაგრამ ეს არის „ძალიან მცირე რიცხვი“ ადამიანების იმ რაოდენობასთან შედარებით, რომელიც ამ შესაძლებლობას იყენებს ევროპაში სამოგზაუროდო, დასძინა მან პრესკონფერენციაზე გამოსვლისას.

XS
SM
MD
LG