Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე: ავაქიანის ძეგლის გახსნა პროვოკაცია იყო


მოვითხოვ პასუხი აგოს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორიდან დაწყებული მთელმა სახელმწიფო სტრუქტურებმა, თუ გინდა შინაგან საქმეთა სამინისტრო იყოს, როგორ შეუწყვეს ხელი მთიანი ყარაბაღის ომის მონაწილის, სისასტიკით ცნობილი მიხაილ ავაქიანის ძეგლის გახსნას“-განაცხადა საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა. იგი ამბობს, რომ აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც ამ ფაქტს სერიოზულად გმობენ და მიმართავენ პირველ რიგში საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს, როგორ დაუშვა ძეგლის დადგმა თუნდაც 1994 წელს და მისი გახსნა ამდენი წლის შემდეგ, 2019 წლის 20 იანვარს:

მაინც და მაინც ეხლა გახსნეს, როდესაც აზერბაიჯანელები აღნიშნავდნენ ტრაგედიის დღეს. თანაც იმ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები და ჩვენ გვაინტერესებს პასუხი ზუსტად, რომ ამ ადამიანებმა პასუხი აგონ, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული?„-კითხულობს ალი ბაბაევი, რომელიც, თავის მხრივ, დარწმუნებულია, რომ ეს იყო გარე ძალების მიერ ორგანიზებული პროვოკაცია, რომლის მიზანი არეულობა და დესტაბილიზაცია იყო.

XS
SM
MD
LG