Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალურ მუშაკთა ასოციაცია - "უამრავი სისტემური პრობლემა დაგროვდა"


საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 4 წლის ნინოს გარდაცვალების გამო და ავრცელებს განცხადებას:

"საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის რეფორმა წლებია მიმდინარეობს, თუმცა სისტემა ვერ პასუხობს უამრავ გამოწვევას, რასაც ადასტურებს აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა და ასევე, მანამდე მომხდარი სხვა ფატალური შემთხვევებიც. ფაქტია, რომ წარმატებით დაწყებული ბავშვთა დაცვის რეფორმა დღეს უკვე არაეფექტურია და საჭიროებს მნიშვნელოვან დახვეწას".

ასოციაცია თვლის, რომ: "აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა ადასტურებს, რომ ბავშვთა დაცვის მიმართულებით უამრავი სისტემური პრობლემა დაგროვდა. კერძოდ, უწყებების ურთიერთთანამშრომლობა ვერ ხორციელდება, სისტემა არ ან ვერ ზრუნავს თავისი კადრების პროფესიულ განვითარებაზე, არასაკმარისია ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები, თითქმის არ არსებობს სარეაბილიტაციო მომსახურებები და ა.შ.".

განცხადების ხელმომწერები საქმის ადეკვატური მოკვლევისკენ მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს.

XS
SM
MD
LG