Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო მოუწოდებს გაეროს წევრებს, აღიარონ გუაიდო ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მოუწოდა გაეროს ყველა წევრს, აღიარონ ხუან გუაიდო ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად. „ყველა სხვა სახელმწიფოსთვის მოვიდა დრო, პოზიცია დაიკავონ. გადადების და თამაშის დრო წავიდა. ან თავისუფლების ძალებთან ხართ, ან მადუროს და ქაოსს ემხრობით“, განაცხადა პომეომ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სესიაზე 26 იანვარს, როცა შეეხო ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს, რომლის გადადგომას ვაშინგტონი მოითხოვს. პომპეომ მადუროს მთავრობას უწოდა „მაფიოზური სახელმწიფო“ და თქვა, რომ „სოციალისტურმა ექსპერიმენტმა ეკონომიკა კოლაფსამდე მიიყვანა, ის შეეხო ღრმა სიღარიბეს და ასევე მომსახურების სფეროს, როგორიცაა, საავადმყოფოები, განადგურებსა. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ, გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა გამოაცხადეს, რომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს აღიარებენ გარდამავალ პრეზიდენტად, თუ რვა დღის განმავლობაში არ გაიმართა არჩევნები. ნიკოლას მადურომ, რომელიც სადავო არჩენებში გაიმარჯვა შარშან და რომლმაც ფიცი დადო, 10 იანვარს, უარი თქვა გადაგომაზე მიუხედავად ოპოზიციის და უცხოეთის ზეწოლისა. „ჩვენ არ ვესწრაფვით მთავრობების დასმას და გადაყენებას, ჩვენი მიზანია დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები ვენესუელაში, განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ტვიტერით გაავრცელა განცხადება და თითქმის იმავე დროს იგივე დაწერა, რაც სანჩესმა,და რაც, ჩანს, ევროკავშირისშეთანხმებული განცხადებაა. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლმა, მარტინა ფიცმა განაცხადა, რომ თუ არჩენები არ ჩატარდება მომავალ რვა დღეში, მზად ვართ ვაღიაროთ გუაიდო გარდამავალ პრეზიდენტად. ხუან გუაიდომ, 23 იანვარს თავი გამოაცხადა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად, როცა ვენესუელელები ქუჩაში გავიდნენ და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვდნენ. მადურომ გაწყვიტა დიპლომატიური კავშირი აშშ-თან და ამერიკის დიპლომატიური კორპუსს ქვეყნის დატოვება მოთხოვა. გუაიდომ პრესკონფერენციაზე, 25 იანვარს მოუწოდა მომხრეებს, მოაწყოს მასობრივი დემონსტრაციმები მომავალ კვირაში და უთხრა, მათ, თავისი დაპატიმრების შემთხევაში გააგრძელოს მშვიდობიანი გამოსვლების კურსი. მადურო დიალოგის მომხრეა. აშშ-მა, ევროპის კავშირმა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ნახევარზე მეტმა, ასევე ალბანეთმა, ოპოზიციას გამოუცხადა მხარდაჭერა. რუსეთი, ირანი, თურქეთი, კუბა, ბოლივია და ნიკარაგუა მადუროს ემხრობიან.

XS
SM
MD
LG