Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან მურუსიძე: გირგვლიანის მკვლელები ციხეში მე ჩავსვი


„გირგვლიანის მკვლელები ციხეში ჩავსვი მე. გაუნახევრა სასჯელი სააკაშვილმა და გაუშვეს პირობით ვადამდე, რომლებშიც მე მონაწილეობა საერთოდ არ მიმიღია,“ - უთხრა მოსამართლე ლევან მურუსიძემ აქტივისტ ირაკლი კაკაბაძეს 27 იანვარს, სასტუმრო "რედისონის" წინ მიმდინარე აქციაზე, რომელიც "სასამართლოს კლანის" წინააღმდეგ გაიმართა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ თანამდებობა დატოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც უზანესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის დაკომპლექტებაში მიიღეს მონაწილება, გათავისუფლდეს სასამართლო სისტემა და შეჩერდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის ნაჩქარევი პროცესი.

"რედისონში" პარალელურად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით იმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობენ საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. ლევან მურუსიძე რედისონთან შეხვედრაში მონაწილეობისთვის მივიდა. მის გამოჩენას აქტივისტები შეძახილებით და სტვენით შეხვდნენ.

XS
SM
MD
LG