Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლენინგრადის ბლოკადის“ დასასრულის 75-ე წლისთავი სამხედრო აღლუმით აღინიშნა


R
R

რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქი მეორე მსოფლიო ომის დროს გამანადგურებელი ბლოკადის დასრულების 75-ე წლისთავს აღნიშნავს.

„ლენინგრადის ბლოკადის“ დროს ასეულ ათასობით მოქალაქე დაიხოცა შიმშილით.

ქალაქში, რომელსაც ძველი სახელი აღუდგინეს და სანქტ პეტერბურგი ჰქვია, გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოელოდნენ, მაგრამ ის არ დასწრებია სამხედრო აღლუმს, რომელიც გაიმართა სასახლის მოედანზე 27 იანვარს.

1,2 მილიონი ადამიანი დაიღუპა „ლენინგრადის ბლოკადაში“, რომელმაც 872 დღე გასტანა, 1941 წლის სექტემბრიდან 1943 წლის იანვრამდე.

სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა 2500 ჯარისკაცი და გამოყვანილი იყო სამხედრო ტექნიკა, სხვათა შორის, ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემა, რომლის განთავსება კალინინგრადის ოლქში ნატოს წევრ ევროპის ქვეყნებს შორის ბრაზს იწვევს.

XS
SM
MD
LG