Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი უარყოფს ცნობას, რომ მადუროს დასახმარებლად დაქირავებული სამხედროები გაგზავნა ვენესუელაში


კრემლმა უარყო გავრცელებული ცნობები, რომ მან კერძო დაქირავებული სამხედროები გაგზავნა ვენესუელაში, რათა დაეხმარონ პუტინის მოკავშირე ნიკოლას მადუროს.

მადურო შარშან ჩატარებული სადავო არჩევნების შემდეგ გახდა ამ ქვეყნის პრეზიდენტი. ოპოზიციის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლების შედეგად გარდამავალ პრეზიდენტად თავი გამოაცხადა ხუან გუაიდომ, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები უჭერენ მხარს.

რუსეთის პრეზიდეტის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა 27 იანვარს, რომ როიტერსის ცნობა, რომელსაც სამი დაუდგენელი წყარო მოჰყავს, კარაკასში კერძო სამხედრო კორპანიის თანამშრომლების გაგზავნის შესახებ, არაა სიმართლე. „შიშს დიდი თვალები აქვს", დასძინა პესკოვმა, რომელმაც მანამდე მხოლოდ განაცხადა, რომ კრემლს არ აქვს ასეთი ინფორმაცია, როგორიც როიტერსმა გაავრცელა 25 იანვარს.

როიტერსს წყაროებმა ამცნეს, რომ კონტრაქტორები დაკავშირებული უნდა იყვნენ ეგრეთ წოდებულ, ვაგნერის ჯგუფთან, რომელშიც შედიან რუსეთის არმიის ყოფილი მებრძოლები, და რომლებიც საიდუმლო ოპერაციებში არიან ხოლმე ჩართული სხვა ქვეყნებში.

ევგენი შაბაევმა, რომელიც რუსეთის ოფიცერთა ასამბლეას თავმჯდომარეობს და კავშირი აქვს რუსეთის დაქირავებულ მეომრებთან, განაცხადა, რომ როგორც მან შეიტყო, ვენესუელაში ჩასულ კოტრაქტორთა რიცხვი 400-მდე უნდა იყოს. სხვა წყარო ლაპარაკობს ნაკლებ რაოდენობაზე.

XS
SM
MD
LG