Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: დონალდ ტუსკი ჩამოვა საქართველოში


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ეწვევა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და შეთანხმება ამის თაობაზე მიღწეულ იქნა ბრიუსელში, მისი პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში.

„ტუსკმა, საბჭოს თავმჯდომარემ, მომცა თანხმობა არა მხოლოდ ბათუმის კონფერენციაზე ჩამოსვლაზე, არამედ იმაზეც, რომ ოფიციალური ვიზიტი იყოს და დაიწყოს ჯერ თბილისით და შემდგომ ერთად ჩავიდეთ ბათუმში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 28 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, ბრიუსელში მისი პირველი სამუშაო ვიზიტის შეჯამებისას.

მისი თქმით, ევროკავშირის სხვა პირველმა პირებმაც გამოხატეს სურვილი და თანახმა არიან, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში.

XS
SM
MD
LG