Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში ჩატარებულ წვრთნებში მონაწილეობა მიიღო რუსეთის 3000-ზე მეტმა სამხედრომ


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარდა რუსეთის სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის წვრთნა. ინტერნეტპორტალი "კავკაზსკი უზელი" რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამდივნოზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა შეიმუშავეს სამოძრაო მარშრუტების სადაზვერვო გზები და თავდაცვის მეთოდები საჰაერო და დივერსიული ნაბიჯებისგან. იუწყებიან, რომ წვრთნაში მონაწილეობა მიიღო 3000-ზე მეტმა სამხედრომ, ჩართული იყო ტექნიკის 300 ერთეულზე მეტი, მათ შორის Т-72Б3-ის ტიპის ტანკები. სამხედროების მოქმედებებს აკონტროლებდა უპილოტო საფრენი აპარატები. 2018 წლის დეკემბერში ათასამდე რუსმა და აფხაზმა სამხედრომ ერთობლივი წვრთნა ჩაატარა ორ პოლიგონზე.

XS
SM
MD
LG