Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძე: პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები „ქართული ოცნების“ ბრძოლის იარაღია


„პირადი ცხოვრების ჩანაწერებით ასეთი ბინძური ბრძოლა დაიწყო ამ ხელისუფლებამ და გრძელდება მეშვიდე წელიწადია,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ. დეპუტატი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სოციალურ ქსელში შესაძლო გავრცელების საკითხს.

„დაწყებული ჰაკიმ ფაშას ფირებით და შემდეგ იყო ზოგიერთი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო თანამდებობის პირების, ჟურნალისტებისა თუ სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების კადრების გამომზეურება... შემდეგ იყო განცხადება იმის თაობაზე, რომ, თურმე, იძიებენ ამას დასავლელი სპეციალისტების მონაწილეობით, რადგან ინტერნეტსივრცეში მსგავსი პრობლემების მოგვარება არცთუ ისე ადვილია... არავინ არაფერს არ იკვლევდა. ეს არის მათი, ასე ვთქვათ, ფარული და სარეზერვო ბინძური იარაღი. როდესაც სჭირდებათ თავიანთი პოლიტიკური თუ სხვა მიზნების მისაღწევად, გამოაგდებენ ხოლმე ამ ჩანაწერებს“, - განაცხადა გოცირიძემ.

28 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში ეკა ბესელია ადასტურებს, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ცალკეულ ჯგუფებში ვრცელდება მისი პირადი და ოჯახური საიდუმლოების ამსახველი უკანონო ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დამზადდა და ახალი ხელისუფლების პერიოდში გავრცელდა. ბესელია განმარტავს, რომ ამ ფაქტზე პროკურატურამ 8 პირი ცნო დამნაშავედ და ეს საქმე ბოლოს სააპელაციო სასამართლოში გააგზავნეს. ბესელიას განცხადებით, ის ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას სწორად არ მიიჩნევდა მასალის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე.

XS
SM
MD
LG