Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს


ესპანეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯოზეპ ბორელი და დავით ზალკალიანი
ესპანეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯოზეპ ბორელი და დავით ზალკალიანი

ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეპ ბორელის განცხადებით, მადრიდში იციან, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება სტაბილურია და ის უსაფრთხო ქვეყნად მიაჩნიათ.

„შესაბამისად, არასწორია მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და იმის მტკიცება, რომ ესპანეთში თავშესაფრის მოპოვება ადვილია და საჭიროა მხოლოდ პოლიტიკურად დევნილის სტატუსის მოპოვება“, განაცხადა ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და ევროკავშირის მინისტრმა ჯოზეპ ბორელმა პრესკონფერენციაზე, რომელიც მოჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან მადრიდში გამართულ შეხვედრას.

ესპანელმა მინისტრმა როგორც აღნიშნა, ”თავშესაფრის მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ შენს ქვეყანაში იდევნები პოლიტიკურ თუ რელიგიურ ნიადაგზე და ითხოვ საერთაშორისო დაცვას“, ხოლო რახან საქართველოში ადამიანებს ასე არ დევნიან, საფუძველს მოკლებულია ესპანეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა. ასეთი ნაბიჯი, მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების არასწორ ინფორმირებულებას.

ჯოზეპ ბორელმა ისაუბრა „პოზიტიური მიგრაციის“ ფაქტორზეც - ესპანეთში სწავლის მიზნით ახალგაზრდების ჩასვლაზე.

XS
SM
MD
LG