Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საპატრიარქოში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე მსჯელობენ


დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს შეხვედრა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს, რომ განხილვის მთავარი თემაა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.

"ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციაა ჩამოსული. რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხზე იქნება საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი ინტერესია უკრაინის ავტოკეფალიის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ, ძირითადი თემა ეს იქნება", - უთხრა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყების წინ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მისი განცხადებით, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მსგავსი ვიზიტებით შესაძლებელია ერთმნიშვნელოვნად, სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს. "ჩვენ სწორად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ავტოკეფალური ეკლესია. ავტოკეფალური ეკლესიის არის დამოუკიდებელი ეკლესია. თავად ღებულობს გადაწყვეტილებას და ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სინოდალური მსჯელობის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით შესაძლებელია ერთმნიშვნელოვნად, სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება და მაინც უნდა დაველოდოთ სინოდზე მსჯელობას და ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ საქართველოს ეკლესიის პოზიციაზე," - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯღამაიძემ.

XS
SM
MD
LG