Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო ვერძეული: ფარული ჩანაწერების საქმე შსს-ს მუშაობის მნიშვნელოვანი საზომი იქნება


სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული

"არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის სრულად ის ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია იმ მძიმე დანაშაულზე, რასაც ადგილი ჰქონდა. ამიტომ გამავრცელებლების გარდა, გამოძიება უნდა გავიდეს იმ ადამიანების კვალზე, ვინც ეს სცენარი დაგეგმა, წაახალისა თუ ბიძგი მისცა ამ ინიციატივას და მხარი დაუჭირა ამ დანაშაულებრივ ქმედებას“- განაცხადა "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა. მისი თქმით,საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ჩანაწერის შენახვა და სხვისთვის გაზიარება სამართლებრივად და მორალურად უმძიმესი კატეგორიის დანაშაულია. სოფო ვერძეული აცხადებს, რომ გამოძიებას გარკვეული შედეგები უკვე აქვს, თუმცა სამინისტროსგან დამატებითი რეაგირებაც საჭიროა: „მთავარი კითხვა საზოგადოების არის ვინ დგას ამის უკან და რამდენად არის იმის რესურსი, შემკვეთებამდე და ორგანიზატორებამდე მივიდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს იქნება მნიშვნელოვანი საზომი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის",- აღნიშნა სოფო ვერძეულმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 პირი დააკავა, სავარაუდოდ, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით. შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ეს პირები სოციალური ქსელით და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

XS
SM
MD
LG