Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: დაკავებულთა რაოდენობა ალბათ გაიზრდება


ეკა ბესელიამ შს სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტის არასათანადო გამოძიება პირველ რიგში ხელისუფლებას დააზარალებს.

„მივიღე ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, რომელსაც შესაძლოა არც კი ჰქონდა გააზრებული, ისე ახორციელებდა ამ ჩანაწერის გაზიარებას ან შენახვას.

არიან ასევე ადამიანები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს გადამოწმება მათი პოლიტიკური კავშირების თვალსაზრისით... დაკავებულთა რაოდენობა ალბათ გაიზრდება, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ უკანონო ქმედებაში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

უმრავლესობის დეპუტატი შს სამინისტროში შეხვდა მინისტრის მოადგილეს, ნათია მეზვრიშვილსა და კრიმინალური პოლიციის უფროსს, ვლადიმერ ბორცვაძეს.

ბესელიას თქმით, შეხვედრის მონაწილეებს მან თავისი ვარაუდებიც გაუზიარა, თუ ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული ფარული ჩანაწერების გავრცელებით:

„არ გამოვრიცხავ იმ რეჟიმსა და ხელისუფლებას, რომელსაც ვებრძვი დიდი ხანია. ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება, ის რეჟიმი და მისი წარმომადგენლები;

არ გამოვრიცხავ სასამართლოს შიგნით არსებულ ჯგუფს, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ გადავდგით ძალიან პრინციპული ნაბიჯები და ასევე მათთან დაკავშირებული პირები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას თქმით, ოჯახური ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერის მოპოვება შესაძლებელი იყო. ის შეიძლება შეენახათ მათ, ვინც ის შექმნა და ასევე, ეს ჩანაწერი მტკიცებულებად ინახებოდა ერთ-ერთ საქმეში, რომელის პროცესიც ჯერ არ დასრულებულა.

XS
SM
MD
LG