Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 რუსი სპორტსმენი დისკვალიფიცირებულია ანტისადოპინგე წესების დარღვევისათვის


ივან უხოვი
ივან უხოვი

12 რუსი სპორტსმენი, მათ შორის მძლეოსნობაში 2012 წლის ოლიამპიადის ოქროს მედალოსანი, მძლეოსანი, ივან უხოვი, - დისკვალიფიცირებულია ანტისადოპინგე წესების დარღვევისათვის. ამის შესახებ იუწყება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) საიტი.

ამასთან უხოვს ჩამოერთმევა ოქროს მედალი, რომელიც მან სიმაღლეზე ხტომაში მოიპოვა. 2019 წლის 1 თებერვლიდან დაწყებული, მძლეოსანი დისკვალიფიცირებული იქნება ოთხი წლით. სასამართლომ გაუქმებულად გამოაცხადა ასევე უხოვის ყველა შედეგი 2012 წლის 16 ივლისიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ოლიმპიადის ჩემპიონი აღმოჩნდა იმ 12 რუს სპორტსმენს შორის, რომელიც დამნაშავედ სცნეს აკრძალული პრეპარატების მიღებაში. სიაში მოხვდა ასევე 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი სვეტლანა შკოლინა, რომელსაც ასევე ჩამოერთმევა მოპოვებული მედალი.

რუსი სპორტსმენების მხრიდან ანსტისადოპინგე წესების სისტემატური დარღვევისათვის, 2015 წელს მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციამ (IAAF) შეაჩერა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას (ВФЛА)-ს საქმიანობა.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენებას, თუმცა უარყოფენ, სახელმწიფოს მიერ სანქცირებული რაიმე პროგრამის არსებობას.

XS
SM
MD
LG