Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეები, სავარაუდოდ, უვადოდ აღარ დაინიშნებიან


„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატემა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მოსამართლეები უვადოდ აღარ დაინიშნებიან.

6 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ამ იდეა მხარს უჭერს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

რაც შეეხება დანარჩენ პრინციპულ საკითხებს, ბესელიას განცხადებით, მმართველ გუნდში ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი აზრი მოსამართლეების შერჩევის კრიუტერიუმებთან დაკავშირებით.

ბესელია და მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ შემრჩევის მთავარი როლი პარლამენტმა უნდა აიღოს, რასაც უმრავლესობის სხვა წევრები არ იზიარებენ.

ეკა ბესელია არ ეთანხმება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის წარდგენის თობაზეც. ის მხარს ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას უჭერს.

XS
SM
MD
LG