Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო სხდომა ფარული ჩანაწერების საქმეზე ნაწილობრივ დაიხურა


სასამართლო სხდომა, რომელზეც ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული 8 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, ნაწილობრივ დაიხურა. პროცესის სრულად დახურვის შუამდგომლობით მოსამართლეს მიმართა ბრალდების მხარემ, რომელიც აცხადებდა, რომ სხდომაზე შესაძლოა ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შეეხოს საუბარი.

მოსამართლე მაკა გველესიანმა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სხდომის აღკვეთის ღონისძიების ნაწილში დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს პროკურატურა ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული რვა პირიდან შვიდის მიმართ პატიმრობის, ხოლო ერთი პირის მიმართ - გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით პოლიციამ 17 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა. 9 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, შვიდს კი, გირაო.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

XS
SM
MD
LG