საპენსიო სააგენტოში ათზე მეტი თანამდებობა შექმნიდან რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ ვაკანტურია. სრულად დაუკომპლექტებელია საინვესტიციო საბჭო, არასრულია სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორის სამი მოადგილიდან ერთი კვლავ შესარჩევია. სააგენტოს ვებ-საიტის თანახმად ამ დრომდე ვაკანტურია შემდეგი თანამდებობები:
-
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
-
საინვესტიციო საბჭოთა თავმჯდომარე
-
საინვესტივიო საბჭოს 3 წევრი
-
რისკის კომიტეტის თავმჯდომარე
-
რისკის კომიტეტის 2 წევრი
-
დირექტორის მოადგილე
-
უფროსი საინვესტიციო ოფიცერი
-
მთავარი რისკის ოფიცერი
საჯარო სამსახურის ვაკანსიების ვებ-საიტზე არც ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადებული არ არის.
საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა და მისი ხელფასი ამ თანამდებობაზე გამოცხადებული პირობების თანახმად 10 000-დან 15 000 ლარამდე უნდა განსაზღვრულიყო. სურგულაძე საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელამდე საქართველოს რკინიგზაში იკავებდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობას.
საპენსიო შენატანების განხორციელება 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყო.
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საპენსიო შენატანების განხორციელებიდან 1 თვის შემდეგ სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ.
დაწერეთ კომენტარი