Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისში ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა


ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, პროფესიული განათლება და ბიზნესთან უძრავი ქონების თვალსაზრისით თანამშრომლობა - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ქუთაისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დასავლეთ საქართველოში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ქვეყნის ეკონომიკისათვის ექსპორტის საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდა, გააფართოონ წარმოება და პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ.

"ქართველმა მეწარმეებმა მოახერხერს უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირება. მათ შეძლეს, რომ საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე, წარწერით "დამზადებულია საქართველოში", გასულიყო. მოგიწოდებთ, ჩაერთოთ ამ პროცესში", - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი ქობულიას განმარტებით, პროფესიული განათლების ნაკლებობა, ეკონომიკის განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორია. მისივე თქმით, სახელმწიფომ მოქალაქეებს საშუალება უნდა მისცეს, რომ მათ პროფესიული განათლება მიიღონ და დასაქმება შეძლონ. მინისტრის განმარტებით, რეგიონში ბევრი გადასამზადებელი პროგრამის განხორციელება იგეგმება.

მესამე საკითხი, რომელზეც მინისტრმა ბიზნესმენებს ინფორმაცია მიაწოდა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყენებაა. როგორც ქობულიამ განმარტა, მთავრობა განიხილავს წინადადებებს, თუ როგორ უნდა გადაეცეს ქონება მეწარმეებს გამოსაყენებლად. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მეწარმეებს მაღაზიებისა თუ საწარმოების აშენება თავისუფლად შეეძლებათ.

XS
SM
MD
LG