Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი მსოფლიოს თასზე ჩემპიონი გახდა


არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ეტლით ფარიკაობაში, ქართველმა პარასპორტსმენებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვეს - ირმა ხეცურიანის შემდეგ, წარმატებას ნინა თიბილაშვილმა მიაღწია.

თიბილაშვილი ხმლით ფარიკაობაში, 23-წლამდელთა შორის გახდა ჩემპიონი. ჯგუფური ეტაპის პირველი ადგილით ჩამთავრების შემდეგ მან ფინალის გზაზე ორ მეტოქეს აჯობა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ტაილანდელი ატიტაია ჩოკერი დაამარცხა - 15:7.

XS
SM
MD
LG