Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა გაყალბების ბრალდებების ფონზე


მოლდავეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც შესაძლოა გადაწყვიტოს ეს ქვეყანა მოსკოვს დაუახლოვდება, თუ ევროკავშირისკენ წავა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ არჩევნებმა მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა ქვეყანაში როგორც პრომოსკოვური, ისე ევროკავშირის მომხრე პოლიტიკური ძალები მმართველ პარტიას მასშტაბურ გაყალბებაში სდებენ ბრალს. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ევროკავშირის მომხრე, ოპოზიციური კოალიცია ACUM-ის ლიდერმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ არჩევნები "არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი და არც დემოკრატიული". მისი თქმით, ეს იყო "ყველაზე არადემოკრატიული არჩევნები მოლდავეთის ისტორიაში".

კენჭისყრამდე ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ყველაზე მეტ ხმას წაიღებს სოციალისტური პარტია, რომელსაც იგორ დოდონი ხელმძღვანელობდა გაპრეზიდენტებამდე. მაგრამ, როგორც ჩანს, პრომოსკოვური ორიენტაციის სოციალისტებს არ აქვთ საკმარისი მხარდაჭერა საიმისოდ, რომ პარლამენტში პირდაპირ მოიპოვონ უმრავლესობა. სოციალისტების მეტოქეა ევროკავშირის მომხრე ოპოზიციური კოალიცია ACUM-ი და მმართველი კოალიციის მთავარი წევრი, დემოკრატიული პარტია, რომელიც გამოდის რუსეთსა და დასავლეთს შორის დაბალანსებული პოზიციის დაკავების მოწოდებით.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მთავრობის შესაქმნელად საჭირო მანდატებს ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს და შიშობენ, რომ ეს ქვეყანას არასტაბილურ პერიოდს უქადის.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG