Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: "ქართული ოცნება" პარლამენტში მყარ უმრავლესობას შეინარჩუნებს


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ქართულ ოცნებაში“ არსებულ განსხვავებულ პოზიციებს და არგუმენტებს უკავშირებს დღის წესრიგში არსებულ რთულ პოლიტიკურ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა უმეტესწილად მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა.

„შესაძლოა, ეს იყოს რთული გარდაქმნების პერიოდი, მაგრამ „ქართული ოცნება“ პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე" - უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრთა უმეტესობამ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე.

გასულ კვირაში უმრავლესობა დატოვა ბექა ნაცვლიშვილმაც, რომლის ინიციატივა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შეცვლის შესახებ, დეპუტატთა უმეტესობამ არ გაიზიარა.

უმრავლესობიდან 4 დეპუტატის გასვლის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა, თუმცა 111 დეპუტატით მყარ უმრავლესობას ინარჩუნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG