Accessibility links

site logo site logo

"როიტერსი": რუსეთი არღვევდა ჩრდილოეთ კორეისათვის დაწესებულ სანქციებს


რუსეთის ტანკერი "ტანტალი" ქალაქ ვლადივოსტოკის ნავსადგურში

რუსეთის ტანკერი ნავთობს აწვდიდა ჩრდილოეთ კორეას, რითაც არღვევდა ამ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ტანკერ „ტანტალის“ ეკიპაჟის წევრების მონათხრობზე დაყრდნობით.

ჟურნალისტების თანახმად, 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მაისამდე ტანკერი ნეიტრალურ წყლებში, სულ ცოტა, ოთხჯერ შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ხომალდებს მათთვის საწვავის გადასაცემად.

დეტექტორები, რომლებითაც შესაძლებელია ტანკერის ადგილმდებარეობის დადგენა, ამ დროს გამორთული იყო და ისევ ირთვებოდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში „ტანტალის“ დაბრუნების შემდეგ.

ასეთი გარიგებები არღვევს საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას დაუწესეს ბირთვული იარაღის შესაქმნელად მუშაობისათვის.

ფხენიანში რუსეთის ელჩმა „ჭორები“ უწოდა „როიტერსის“ ინფორმაციას.

უფრო ადრე დასავლეთ ევროპის დაზვერვის სამსახურებმა გაავრცელეს ცნობა, რომ რუსეთი სანქციებს არღვევს ჩრდილოეთ კორეისათვის ნახშირის მიწოდებით. ამის გამო აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში აგვისტოში შეიყვანეს რუსეთის კომპანია.

მოსკოვი უარყოფს ჩრდილოეთ კორეასთან უკანონო ვაჭრობის ბრალდებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG