ჩრდილოეთი მაკედონიის მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ამ ქვეყნის კოორდინატორი ნატოში გაწევრიანების სფეროში დაასახელა თავის კანდიდატად პრეზიდენტო არჩევნებზე, რომლიც 21 აპრილს გაიმართება.
ამ ქვეყანაში პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია. პარტიის 23-ე ყრილობაზე, რომელიც სკოპიეში გაიმართა 3 მარტს, 783 დეპუტატიდან პენდაროვსკის ხმა მისცა 712-მა. 55 წლის პენდაროვსკის მხარი დაუჭირეს მცირე პარტიებმაც, სხვათა შორის ალბანური უმცირესობის დემოკრატიულმა კავშირმა ინტეგრაციისთვის, რომელიც მმართველ კოალიციაში შედის.
სოციალ-დემოკრატების ლიდერმა, პრემიერმა ზოევმა მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაეჭირათ პენდაროვსკისთვის.
ოპოზიციამ თავის კანდიდატად წარადგინა ქალი, გორდანა სილიანოვსკა დავკოვა, სამართლის პროფესორი, ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი - საპრეზიდენტო კადიდატი.