Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მაჩვენებელი 2018 წლისთვის.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი, რაც 34,9%-ით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

„საქსტატი“ შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებად ასახელებს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას, რამდენიმე საწარმოს გადასვლას საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას, ანუ სასესხო დავალიანების დაფარვას.

2018 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია. მას მოსდევენ გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდი, აშშ, პანამა, ჩეხეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და რუსეთი.

ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში, ტრანსპორტსა და ენერგეტიკაში. ამ სამი სექტორის საერთო წილმა შეადგინა 52,3%.

XS
SM
MD
LG